Accentnews.ge
აფხაზეთში რუსეთიდან COVID-19-ის სადიაგნოსტიკო საშუალებები შეიტანეს

აფხაზეთში რუსეთიდან COVID-19-ის სადიაგნოსტიკო საშუალებები შეიტანეს

20/03/2020 12:09:10 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-ის სადიაგნოსტიკო საშუალებები შეიტანეს. ამის შესახებ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

«აფხაზეთში შემოტანილია საშუალებები პაციენტებში ახალი ტიპის კორონავირუსის – 2019-nCoV-ის გამოსავლენად. სატესტო სისტემები რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრ «Вектор»-შია დამზადებული. დიაგნოსტიკა ეყრდნობა პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მოლეკულარულ-გენეტიკურ მეთოდს, გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და შედეგების მიღების მოკლე ვადით (24 საათი). კვლევები იწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ და მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მძიმე სიმპტომები გამოუვლინდებათ” – ნათქვამია ინფორმაციაში.

• დღეს დილით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გაჟღერდა ხელისუფლებისადმი მოწოდება, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს დაეხმაროს.

• მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად როგორც პრევენციის, ისე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით გაუწიოს დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S