
„შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“
21/03/2020 10:18:56 საშინაო პოლიტიკა
„შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა", – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.