
"საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება"
21/03/2020 10:30:29 საშინაო პოლიტიკა
"საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას", – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, საგანგებო ვითარების გამოცხადება როგორ აისახება მედიის მუშაობაზე.
„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება", - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.