Accentnews.ge
„პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის და არავითარი აუცილებლობა არაა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს"

„პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის და არავითარი აუცილებლობა არაა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს"

21/03/2020 16:13:56 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „პლაქვენილი“ საპროფილაქტიკო მოხმარების არ არის და არავითარი აუცილებლობა არაა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს".

„პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი. ეს პრეპარატი მხოლოდ ინფიცირებულებს ენიშნებათ. არავითარი აუცილებლობა არ არის შეიძინონ და სახლში დააწყონ ეს პრეპარატები. ასეთმა საქციელმა შეიძლება დეიფიციტური გახადოს და კლინიკაში მოთავსებულმა პაციენტმა ვეღარ მიღოს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დაუდასტურდება ვირუსი და მოხვდება კლინიკაში, ამ პრეპარატს მიიღებს და მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. 48 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S