
თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა
05/06/2019 06:25:29 სხვა, საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მეტრო თითქმის ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მოძრაობა მხოლოდ 5 წუთით, ტექნიკური შეფერხების გამო იყო შეჩერებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ მთლიანად დაიცალა ერთ-ეთი შემადგენლობა და ის შემდგომ ვაგონს შეუერთდა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს ტექნიკური პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა.