Accentnews.ge
მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება

მარნეულში საველე ჰოსპიტალი განთავსდება

22/03/2020 21:02:11 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულის კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსი", რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულის მკვიდრი ქალი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი განთავსდება.

"კლინიკა დღეის მდგომარეობით სრულად კარანტინის რეჟიმშია გადასული და აქ, კლინიკის მახლობლად უახლოესი 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე კლინიკა, "ავერსის" კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ხვალ დილიდან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაიწყებენ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარდაკარ სიარულს, რათა შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გამოავლინონ:

„ხვალ დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები და ყველა ვისაც ეს ეხება, დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები და შემდგომ სწრაფად მოხდეს მკურნალობა. ასევე დავალებული აქვთ, რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ეს იქნება საკვები თუ მედიკამენტები".

დღეს მარნეულში მცხოვრებ ქალს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული იმყოფებოდა წლისთავზე და პირს 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S