აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გამოცხადდა

23-03-2020 14:17:53 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცსკ-მ “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გამოაცხადა.

დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, ბჟანიამ ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 56,5% (53 741 ხმა) მოაგროვა. მეორე ადგილზე დეფაქტო ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა გავიდა ხმათა 35,42%-ით, მესამეზე – შს დე ფაქტო ექს-მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა 2,22%-ით. ამომრჩეველთა აქტივობამ 71,56% შეადგინა.

ამასთან, როგორც დე ფაქტო ცსკ-ის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა, კომისიამ ვერ გამოავლინა იმგვარი საარჩევნო დარღვევები, რომლებიც შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა.

«არავითარი ექსცესები და გადაუჭრელ დავები, ოფიციალური საჩივრები არ ყოფილა” – დასძინა მან.

ასლან ბჟანიას ინაუგურაცია დე ფაქტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლბაში უნდა ჩატარდეს. საბოლოო შედეგები კი ხვალ, 24 მარტს გამოცხადდება.

24 მარტსვეა დაგეგმილი დე ფაქტო არჩევნების შემდეგ ასლან ბჟანიას პირველი ბრიფინგი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები