Accentnews.ge
„პლაქველინის“ პროფილაქტიკისთვის მიღებას აზრი არ აქვს"

„პლაქველინის“ პროფილაქტიკისთვის მიღებას აზრი არ აქვს"

23/03/2020 11:31:24 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედიკამენტ „პლაქველინის“ პროფილაქტიკის მიზნით მიღებას აზრი არ აქვს.

„არავითარი აზრი არ აქვს „პლაქველინის“ მიღებას პროფილაქტიკისთვის. ამ მედიკამენტის მოქმედება არ არის დაკავშირებული ანტივირუსულ ზემოქმედებასთან. ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პლაქველინი" კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება, მოქალაქეებმა არამიზნობრივად მისი შეძენა დაიწყეს. მედიკოსები შიშობენ, როპმ მსგავსი ქმედებები მედიკამენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის დეფიციტს გამოიწვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S