„მარნეულში აფეთქების საფრთხე გაგვიჩნდა და ზომები მივიღეთ“

23-03-2020 15:41:05 ციტატა

„აფეთქება არა, მაგრამ აფეთქების [ახალი ტიპის კორონავირუსის] საფრთხე გაგვიჩნდა მარნეულში და ზომები სასწრაფოდ მივიღეთ“.

ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, მარნეული და ბოლნისი კი საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თავდაპირველად სწორედ მარნეულის კლინიკაში იმყოფებოდა. ის ორი დღის წინ გადმოიყვანეს თბილისში. 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის დადგენილია მისი 100–მდე კონტაქტი. მარნეული და ბოლნისი 23 მარტიდან კარანტინის რეჯიმშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 8 გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები