
გუდაუთაში “ქართულ-აფხაზური ომის” ვეტერანი ვალერი აიბა მოკლეს
23/03/2020 11:49:44 კონფლიქტები
გუდაუთაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან “ქართულ-აფხაზური ომის” ვეტერანი ვალერი აიბა მოკლეს.
ინფორმაცია დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაშიც დაადასტურეს, - იუწყება «Абхазия-Информ».
«დაუდგენელმა პირებმა დღეს, დაახლოებით 09:00 სთ-ზე ქალაქ გუდაუთაში, საცხოვრებელ სახლთან ცეცხლი გაუხსნეს ვალერი აიბას, შედეგად ამ უკანასკნელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, წარმოებს გადაუდებელი ოპერატიულ-სგამოძიებო მოქმედებები ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა დასადგენად», - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.