Accentnews.ge
ბესიკ თამლიანი საპატიმროს დღეს დატოვებს

ბესიკ თამლიანი საპატიმროს დღეს დატოვებს

23/03/2020 13:31:25 სამართალი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

როგორც მისი ადვოკატი ლევან იოსელიანი აცხადებს, მოსამართლემ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა 4 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ცნობისთვის: თამლიანს 9 თვიანი პატიმრობის კონსტიტუციური ვადა 4 აპრილს ეწურებოდა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S