Accentnews.ge
თამლიანმა საპატიმრო დატოვა: „თავისუფლებას რა სჯობს, მაგრამ გააჩნია, რა ფასად“

თამლიანმა საპატიმრო დატოვა: „თავისუფლებას რა სჯობს, მაგრამ გააჩნია, რა ფასად“

23/03/2020 16:42:12 სამართალი

20 ვნისის საქმეზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა საპასტიმრო დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.ამასთან, ამბობს იმასაც, რომ ბრალის აღიარებას არ აპირებს და პირიქით, გეგმავს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას.

„სარჩელი მომზადებული მაქვს“,– აღნიშნა თამლიანმა.

„თავისუფლებას რა სჯობია, მაგრამ თავისუფლებასაც ფას აქვს – გააჩნია რა ფასად...

ყველას ერთი და იგივე ბრალი წაგვიყენეს. მაშინ მოსამართლემ შემომთავაზა აღიარება. ვუხარი, რომ ის, რაც ჩაწერეთმ, ვერ ვაღიარებ. რასაც მე მაბრალებენ, შეუთავსებელია იმასთან, რაც სინამდვილეში მოხდა. ბრძოლა ახალ ფაზაში გადავა და გრძელდება“,– განაცხადა თამლიანმა.

მოსამართლემ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა 4 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ცნობისთვის: თამლიანს 9 თვიანი პატიმრობის კონსტიტუციური ვადა 4 აპრილს ეწურებოდა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S