აზერბაიჯანმა კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა

23-03-2020 22:25:00 კავკასია

აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა. როგორც მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, 24 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ. აღნიშნული ასაკის მარტოხელა პირებისთვის საჭირო სოციალური მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება.

ამასთან, აიკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაადგილება. ბაქოს მცხოვრებლებს კი მეტროს მინიმუმამდე გამოყენების რეკომენდაცია გაეცათ. ამოქმედდება ავტობუსების სპეციალური ხაზები, რომლებიც საღამოს ათ საათამდე იმუშავებს.

კარანტინის ფარგლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

აღნიშნული რეჟიმი 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები