
"მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, არ დაჯარიმდებიან"
24/03/2020 10:13:41 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“, – განაცხადა თურნავამ.