
ჯანდაცვის მინისტრი: "გეგმური ოპერაციები გადავადდება"
24/03/2020 10:18:27 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო გეგმური ოპერაციები გადავადდება.
ამის შესახებ მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება, მაგრამ არა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციების, რა თქმა უნდა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.