„გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ ჰომეოპათიური საშუალებები კორონავირუსიგან დაგიცავთ“

24-03-2020 15:31:54 ციტატა

„ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმ იმედზე, რომ ჰომეოპათიური და რაღაც ასეთი საშუალებები კორონავირუსიგან დაგიცავთ. წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს იტალიას, ესპენეთს ან საფრანგეთს? - ეგ რომ წამალი იყოს და ეგ რომ კორონავირუსს შველოდეს, წაიყვანდნენ თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ ეს ქვეყნები გადარჩეს. მაშინ ჯერ იმ ქვეყნებს დაეხმარონ, ჩვენ ჯერ კარგად ვართ“.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჰომეოპათიური მეთოდებით იმუნური სისტემის გაძლიერების შესახებ კითხვის საპასუხოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები