ზაალ უდუმაშვილი: „ხობში ოთხი ხის მზადება მიმდინარეობს“

24-03-2020 15:43:43 ციტატა

„ამ წუთას ხობში ოთხი ხის მზადება მიმდინარეობს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში უნდა გადაიტანონ...კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს“.

განაცხადა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ხეების ამორგვის პროცესი დღის პირველ ნახევარში მედიასაშუალებებით გაშუქდა და როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, მედიაგაშუქების შემდეგ ბობის სოფელ ქარიატაში ხეების ამორგვის პროცესი შეწყდა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები