
აფხაზურ დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვალენებს
24/03/2020 11:59:31 კონფლიქტები
აფხაზურ დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვალენებს, ამის შესახებ ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
“აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას ჩვენი ექს-პრეზიდენტი, ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა, სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებითაც მიღებული გვაქს გადაწყვტილებები, თუმცა მათი წინასწარ გაჟღერება არ მინდა” – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ბჟანიამ.
მომავალ პირველ ნაბიჯებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასაკომპლექტებელია დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო შემდეგ “უმარავი სხვა არსებული პრობლემის გადაჭრაზე გადავლენ”.
ამასთან, ბჟანიამ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკონომიკური მიმართულებით “ვიცე-პრემიერის” პოსტს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი – ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა დაიკავებს, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან “მთელ რიგ თემებზე აპირებს საუბარს”.
ასლან ბჟანიას ინაუგურაცია 23 აპრილისთვისაა დაგეგმილი.