Accentnews.ge
"როდესაც ზაზას გევრდით ვიბრძოდი, ვიცოდი, რომ თემირლანის საქმეზე ხელისუფლება არასდროს იტყოდა იმას, რასაც ვითხოვ"

"როდესაც ზაზას გევრდით ვიბრძოდი, ვიცოდი, რომ თემირლანის საქმეზე ხელისუფლება არასდროს იტყოდა იმას, რასაც ვითხოვ"

05/06/2019 10:59:40 ციტატა

“ძალიან მიხარია, ის მცირედი ტკივილი ზაზას გულიდან მოეხსნა. როგორც თვითონ თქვა დადგება სამართალი, მე მჯერა ამ ხელისუფლების. მაპატიეთ თუ სხვანაირად ვამბობ და შეცდომა მომდის, მე ასე წავიკიტხე. მე მოხარული ვარ ზაზას ამბავით. საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტანა დიდი წვლილი, როგორც ზაზა იძახის, გამარჯვებაში. იქვე მეც. მე ვიბრძოლე ზაზას გვერდით 5-6 თვე, რომ სამართალი დამდგარიყო. როცა ვიბრძოდი ზაზას გევრდი-გვერდ, ვიცოდი, რომ ჩემს – თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელი ხელისუფლება არასდროს იტყოდა იმას, რასაც მე ვითხოვ. არასდროს დაიჭერდნენ თემირლანის საქმეზე არც ერთ ადამიანს, არ იტოდნენ, რომ დააშავეს. ამიტომაც მოხდა საპარლამენტო კომისიაზე უარის თქმა [...] დათოსა და თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ტკივილი, ერთი მეორეზე ძლიერი და უარესია ჩემი და ბატონი ზაზასი. აქ დანაშაულზე ვლაპარაკობ. თემირლანი სახელმწიფოს მიერაა მოკლლული. სახელმწიფო არასდროს იტყვის, რომ დავაშვე და შეცდომა დავუშვი, რასაც მე ვითხოვ და ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. მთელი სისტემა მებრძვის მთელი ძალით, რომ საქმე არ გაიხსნას, სადმე რამემ არ გაჟონოს. თუ საქმე პატარათი მაინც გაიხსნა, ამას სხვა რაღაცეებიც მოჰყვება და ამაზე ხელისუფლება არ წავა”

განაცხადა პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.   


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S