Accentnews.ge
ავღანეთში მყოფი არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე კორონავირუსით ინფიცირებული არ არის

ავღანეთში მყოფი არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე კორონავირუსით ინფიცირებული არ არის

24/03/2020 13:21:35 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფი არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.

„ავღანეთში ნატო-ს მისიაში ჩართული არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის და არც იზოლაციაში იმყოფებიან", – განუცხადეს „აქცენტს“ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: ავღანეთში ნატო-ს მისიის ოთხ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე განცხადების თანახმად, ინფიცირებული სამხედროები ავღანეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და სიმპტომების გამოვლენისას სკრინინგის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, მანამდე კი – იზოლაციაში.

მისიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ყველა ზომა ამოქმედებულია ინფიცირებული სამხედროების კონტაქტების იდენტიფიცირებისა და კარანტინში მოსათავსებლად. ინფიცირებული სამხედროების წარმომავლობა არ საჯაროვდება.

24 მარტის მდგომარეობით, მტკიცე მხარდაჭერის მისიის 38 წევრი გრიპის მსგავსი სიმპტომებით იზოლაციაშია მოთავსებული და აუცილებელ სამედიცინო დახმარებას იღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S