Accentnews.ge
შს მინისტრი: „დღევანდელი მდგომარეობით დანაშაულის კლებაა“

შს მინისტრი: „დღევანდელი მდგომარეობით დანაშაულის კლებაა“

24/03/2020 14:14:41 სამართალი

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დანაშაულის კლებაა.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა,. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა მოსახლეობას პანიკის საფუძველი, ვინაიდან არსებული ვითარების გათავალისწინებით შესაძლოა, კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს და არის თუ არა მზად შსს ამ შესაძლო გამოწვევისთვის.

„შს სამინისტრო სამი კვირის წინ გადავედია საგანგებო მდგომარეობაზე და გაორმაგებულია მთლიანად პოლიცია. პირიქით, დღევანდელი მდგომარეობით დანაშაულის კლებაა. პოლიცია გაორმაგებულია და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამან გამოიწვია“,– განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოში 21 მატიდან 21 აპრილამდე საგანგებო რეჯიმი მოქმედებს, მარნეული და ბოლნისი კი 23 მატიდან საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S