Accentnews.ge
„გუშინდელი ინციდენტი ჩემთვის სამწუხარო და სამარცხვინოა“

„გუშინდელი ინციდენტი ჩემთვის სამწუხარო და სამარცხვინოა“

24/03/2020 14:27:08 სამართალი

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც სახელმწიფო უწყების თანამშრომელს მიაყენებს შეურაცხყოფას, კანონის წინაშე აგებს პასუხს. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა მარნეულში პოლიციელების შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს.

„გუშინდელი ინციდენტი სამწუხარო და სამარცხვინოა ჩემთვის. ნამდვილად მძიმეა საუბარი: ადამიანები ღამის ორ საათზე ადგნენ, კარვები ჩატვირთეს, მოსახლეობას რომ დასჭირვებოდა, უნდა დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, „დავალაგეთ ყველაფერიო“ და შემდეგ რაც მოხდა, კი ნახეთ – შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი პირი დაკვაკავეთ და კიდევ ვმუშაობთ. ხაზგასმით ვამბობ, ყველა ის პირი, მნიშვნელობა არ აქვს, სად – თელავში, მარნეულში, ბათუმში, თბილისში... და მნიშვნელობა არ აქვს, შს სამინისტროს თანამშრომელი იქნება, თავდაცვის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების...ყველა დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით“,– განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, თანამშრომელთა უსაფრთხოების კუთხით შსს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაწესებულ შეზღუდვებს, მისი თქმით, ვიდრე მოსახლეობა ინფორმაციას სრულად მიიღებს, გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო ინფორმირების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ზმები იქნება მიღებული.

როგორც გომელაური ამბობს, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ფლაერები დარიგდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S