აზერბაჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა

24-03-2020 20:08:05 კავკასია

აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის კურსი 76 ადამიანს უტარდება.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბაქოში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის:აზერბაიჯანში კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა. 24 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ. აღნიშნული ასაკის მარტოხელა პირებისთვის საჭირო სოციალური მომსახურება უზრუნველყოფილი იქნება.

ამასთან, აიკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაადგილება. ბაქოს მცხოვრებლებს კი მეტროს მინიმუმამდე გამოყენების რეკომენდაცია გაეცათ. ამოქმედდება ავტობუსების სპეციალური ხაზები, რომლებიც საღამოს ათ საათამდე იმუშავებს.

კარანტინის ფარგლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

აღნიშნული რეჟიმი 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები