Accentnews.ge
პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტიდან არავინ ესწრება

პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტიდან არავინ ესწრება

05/06/2019 12:08:28 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტიდან არავინ ესწრება.

„პოლონეთის სეიმში დიდი თავყრილობაა დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით. ამ რეგიონის დისიდენტები სტუმრები ვართ. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ვერ მოიცალა ჩამოსასვლელად და არც მოადგილე გამოუშვა... აბა რა ვთქვა. აქ ქართველები უყვართ. პოლონეთი ჩვენი მთავარი, მიზანმიმართული და გულწრფელი მეგობარია... საქართველოს დროშა პირველი დგას ამაყად... ოფიციალური დელეგაცია კი არაა. საელჩო არის, რა თქმა უნდა. კარგად მუშაობს აქ ჩვენი საელჩო. შარშანაც ვნახე ელჩი და თანამშრომლები კრაკოვში. 30 წელი გასულა სეიმის ნაწილობრივ თავისუფალი და სენატის თავისუფალი არჩევნების ჩატარებიდან- კომუნიზმის კრახის საწყისი თარიღიდან. ეს აღინიშნება და მომავალზეც ვსაუბრობთ“, – წერს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.

როგორც „აქცენტს“ საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურში განუცხადეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აღნიშნულ ღონისძიებას მოუცლელობის გამო ვერ ესწრება. 

„ღონისძიებას უნდა დასწრებოდა ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე. ბატონი კობახიძე ხვალ საქართველოში „ოდირის“ ღონისძიებას ხსნის, რომელიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ეძღვნება. რაც შეეხება მის მოადგილეებს, ისინი მივლინებებში იმყოფებიან. პოლონურ მხარეს წინასწარ ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ღონისძიებას ვერ დაესწრებოდა. ზოგადად საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრება ხოლმე“, – განუცხადეს „აქცენტს“ პარლამენტის პრეს–სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S