აფხაზები კორონავირუსისგან დაცვის ზომების გამკაცრებას მოითხოვენ

25-03-2020 11:22:22 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხელმოწერები გროვდება პეტიციაზე, რომლითაც ხელმომწერები ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად ზომების გამკაცრებას მოითხოვენ.

«ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მათ შორის მედიკოსები, მივმართავთ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, სახალხო კრებას და ყველა პასუხისმგებელ ორგანოს თხოვნით, გამოცხადდეს რესპუბლიკური კარანტინი საზღვრების ჩაკეტვით, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც COVID-19-ია დაფიქსირებული, თავსდებოდნენ თვითიზოლაციაში უბნის ექიმების სავალდებულო შემოწმებისა და ძალოვანების კონტროლის პირობით», - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

  • აფხაზეთში შესვლა აკრძალულია ყველა უცხოელისთვის, ამღიარებელი ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქების გარდა. გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთიც, რომელშიც, ამ დროის მონაცემებით, ინფიცირების 495 შემთხვევაა დადასტურებული.
  • აფხაზეთში დროებით აიკრძალა სპორტული, კულტურული ღონისძიებები და უცხოეთში მივლინებები.
  • საქართველოს ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, ოკუპირებულ რეგიონებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები