სომხეთის მასშტაბით მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა

25-03-2020 11:33:31 კავკასია

საგანგებო მდგომარეობის კომენდანტის, ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის გადაწყვეტილებით, 31 მარტის ჩათვლით სომხეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება იზღუდება.

მიზნად სხვა პირებთან უშუალო კონტაქტებისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთა სახელდება. შეზღუდვა არ ეხება შემდეგ შემთხვევებს:

1) სამსახურში გასვლა და დაბრუნება აუკრძალავი ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი პირებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომელთაც უფლება აქვთ, სამუშაი ადგილებზე იმყოფებოდნენ იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ პირადობის დადამადასტურებელი მოწმობა და დოკუმენტი, რომელიც ამ გადაწყვეტილების დანართში მოყვანილ მონაცემებს შეიცავს;

2) მაღაზიებში, აფთიაქებში, ბაზრებში, საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, დახმარების საჭიროების მქონე პირების საცხოვრებელ ადგილებში, ასევე დასაფლავებებსა და პანაშვიდებზე გასვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე იმ დოკუმენტის ფლობის პირობით, რომელიც ამ გადაწყვეტილების დანართში მოყვანილ მონაცემებს შეიცავს;

3) დღეში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის უშუალო სიახლოვეს დაშვებულია ფიზიკური ვარჯიში ან ველოსიპედით გადაადგილება იმ დოკუმენტების ფლობის პირობით, რომელიც პირადობას ადასტურებს, ასევე დოკუმენტისა, რომელიც შეიცავს ამ გადაწყვეტილების დანართში მოცემულ მონაცემებს;

4) დასაშვებია პირადი ტრანსპორტით მხოლოდ ორი ადამიანის გადაყვანა (მძღოლის ჩათვლით). პოლიციის უფროს არმან სარგსიანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები