
იგეგმება თუ არა საქართველოში დამატებით სხვა მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება
25/03/2020 09:37:35 საშინაო პოლიტიკა
"საქართველოში დამატებით სხვა მუნიციპალიტეტების საკარანტინე ზონად გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, - განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის: საქართველოში საკარანტინე ზონად ამ დროისთვის მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის მინიციპალიტეტებია გამოცხადებული.