
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი საჩუქრად გადასცა
25/03/2020 10:04:51 საშინაო პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი საჩუქრად გადასცა
პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევს გაუგზავნეს .
„ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი წევრები მზად არიან, რომ იმუშაონ მოხალისეებად, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
ამასთან, პარტიის წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ ამ დღეების განმავლობაში წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა:
„გეგმა გულისხმობს გადასახადების შემცირებას, საპენსიო შენატანების შეჩერებას 8 თვის ვადით, რომელიც დაუტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ფულს იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ იმ რთულ ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდით“.
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა.