Accentnews.ge
ბიბილოვი მთავარ სტრატეგიულ მიზნად კვლავ “რუსეთთან გაერთიანებას” მიიჩნევს

ბიბილოვი მთავარ სტრატეგიულ მიზნად კვლავ “რუსეთთან გაერთიანებას” მიიჩნევს

25/03/2020 12:08:00 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მთავარ სტრატეგიული მიზნად კვლავ “რუსეთთან გაერთიანებას” მიიჩნევს.

«როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის იმედი მხოლოდ რუსეთთან ერთობით შეიძლება, გვქონდეს, - ეს არა მარტო მთავარი და აუცილებელი პირობაა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი პროექტის წარმატებისა, არამედ ჩვენი ხალხის მომავლის საფუძველიც», - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ოსური ე.წ. პარლამენტისადმი მიმართვისას.

ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ «სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი შეუქცევადია» და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ბოლომდე საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება დაავალა.

«სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარებამ ჩვენს რესპუბლიკას ახალი პერსპექტივები შეუქმნა და ახალი მიზნები დაგვისახა. ჩვენ სრულფასოვნად უნდა გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობები, რომელსაც აღიარებული სახელმწიფოს სტატუსი გვაძლევს, განვიმტკიცოთ საერთაშორისო პოზიციები, უზრუნველვყოთ საიმედო უსაფრთხოება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპები», - დასძინა მან.

• ბიბილოვს არაერთგიზს უთქვამს, რომ “სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს და მის ფარგლებში ოსი ხალხი კვლავ უნდა გაერთიანდეს». ამასთან, სადღეისოდ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ე.წ. დამოუკიდებლობას რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელის, ნიკარაგუას და სირიის კრემლის მიერ მართული რეჟიმები, ასევე კუნძულოვანი ნაურუ და ტუვალუ აღიარებენ. ყველა დანარჩენი სახელმწიფო მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S