
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი 143 ამოქმედდა
25/03/2020 12:15:55 კონფლიქტები, საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი 143 ამოქმედდა:
- 143 ან 2371998 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან (9:00-დან 18:00 საათამდე);
- (+995) 591 63 42 26 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან (24 საათის განმავლობაში);
- (+995 32) 2371998 საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (9:00-დან 18:00 საათამდე).
ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.
ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.
ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ, დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge;
განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021