„დამიჯერეთ, დოლარი „სანთლით საძებარი“ უნდა გავუხადოთ“

25-03-2020 17:51:25 ციტატა

„რადგანაც ადამიანებთან კორონამ ვერ იმუშავა კარგად, რომ გააგებონოს, „მეგობრებო, პანიკა არაა საჭირო, გადასარჩენად წესრიგის დაცვაა საჭირო“, ამიტომ შეზღუდვები უნდა იყოს – ვერ უნდა ახურდავებდნენ. ლარით უნდა დადიოდნენ ქუჩაში და ეძებდნენ დოლარს. დამიჯერეთ, „სანთლით საძებარი“ უნდა გავუხადოთ. ვიცი, საოცრად გაგვლანძღავენ, მიწასთან გაგვასწორებენ, ჩაერთვებიან „ბოტები“,... მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს“.

ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „საქმის კურსთან“ ლარის გაუფასურების თემაზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის: ეროვნული ვალუტა დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 26 მარტს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.7370 ლარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები