უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

25-03-2020 19:56:53 ადამიანი და კანონი

უკრაინის პოლიციამ ქვეყნის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ლეონიდ კოჟარა დააკავა, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ვერსიით, ექს-მინისტრს კავშირი აქვს ტელეკომპანია «იმერის» დირექტორის, მეწარმე სერგეი სტარიცკის მკვლელობასთან, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს კოჟარას სახლში იქნა ჩადენილი. პირველად ვერსიად თვითმკვლელობა განიხილებოდა.

გასროლა განხორციელდა პისტოლეტიდან, რომელიც კოჟარას სახელზეა რეგისტრირებული.

თუმცა შემდგომში საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობის ვერსიაზე გადაერთო, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ექსპერტიზების შედეგად დადგინდა, რომ სტარიცკი იარაღიდან საკუთარ თავს ვერ ესროდა. თავად კოჟარა ირწმუნება, რომ მომხდარი თვითმკვლელობა იყო.

კოჟარა «რეგიონების პარტიის» წევრი გახლდათ, ვიქტორ იანუკოვიჩოს მთავრობაში მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს მაიდანზე მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ქვეყნიდან იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ კოჟარა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თანამდებობიდან გათავისუფლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები