Accentnews.ge
Dow Jones-ის ინდექსმა 1933 წლიდან რეკორდული ზრდა აჩვენა

Dow Jones-ის ინდექსმა 1933 წლიდან რეკორდული ზრდა აჩვენა

25/03/2020 18:23:03 მსოფლიო, ეკონომიკა

ამერიკულმა სამრეწველო ინდექსმა Dow Jones 1933 წლიდან რეკორდული ზრდა აჩვენა. მაჩვენებელი 11%-ზე მეტით გაიზარდა. პლიუსით დაიხურა სხვა ამერიკული ინდექსებიც: S&P 500 გაიზარდა 9,38%-ით, Nasdaq – 8%-ზე მეტით.

ეს ინვესტორების იმ მოლოდინის ფონზე მოხდა, რომ აშშ-ის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ ზომებს განახორციელებს.

ცნობისთვის: ამერიკის ხელისუფლება ღონისძიებათა პაკეტს განიხილავს, რომლის რეალიზებისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

ევროპული და აზიური ბირჟები ასევე პლიუსით დაიხურა. საკვანძო ინდექსების ზრდით დაიწყო ვაჭრობა აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონის საფონდო ბირჟებზეც.

ლონდონის ბირჟაზე ICE მარკის ნავთობის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო WTI მარკის ნავთობისა – 5,8%-ით.

კორონავირუსისა და რიგი სხვა მიზეზების გამო მარტის დასაწყისიდან ნავთობის ფასები თითქმის ორჯერ შემცირდა. 24 მარტი პირველ წარმატებულ დღედ იქცა მსოფლიო ბაზრებზე მასობრივი ვარდნის ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S