Accentnews.ge
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი სამხედრო გადაიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი სამხედრო გადაიყვანეს

25/03/2020 20:07:34 საზოგადოება

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. ინფორმაცია „ტვ პირველის“ ეთერში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ნათია მინდაძემ დაადასტურა.

„ეს პაციენტები გადმოიყვანეს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გუშინ საღამოდან აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუსტე. შემდგომი მკურნალობისა და გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადმოყვანილები არიან ჩვენს კლინიკაში. დაწყებულია კლინიკოლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბლურია. ველოდებით კვლევების შედეგებს“,– განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, სამხედროები სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ, ჩივილები კი გუშინ საღამოდან დაეწყოთ:

„როგორც გადმოცემით ვიცი, ისინი თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ. პირადად ვესაუბრე ხუთივე პაციენტს. რაიმე საეჭვო კონტაქტს ისინი არ ამბობენ. ამბობენ, რომ ჩვეულებრივად იყვნენ,“არაფერი გვაწუხებდა, მაგრამ გუშინ საღამოდან დაგვეწყო ეს ჩივილებიო“.მეტი ინფორმაცია არ მაქვს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S