ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალზე: "პირველწყაროზე გავიდნენ"

26-03-2020 01:46:52 ციტატა

"ის, რაც იტალიას დაემართა, ჩვენ ჯერ–ჯერობით აცილებული გვაქვს: ნელ–ნელა იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, პრაქტიკულად ყველა პაციენტის დაინფიცირების წყარო ვიცით – შიდა გადაცემა არ გვაქვს, მარნეულის პაციენტის შემთხვევაში საერთოდ დეტექტიურ სტილში მიდის ეს ისტორია და პირველწყაროზე გავიდნენ. ვიცი, რომ პირველწყაროზე გავიდნენ, მეტი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის".

ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების მიზეზი მარნეულში 62 წლის ქალის დაინფიცირების პრველწყაროს შესახებ ინფორმაციის არქონა გახდა. ცნობილია, რომ ქალს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მოგზაურობის ისტორია ჰქონდა მის დას, თუმცა მას ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

პაციენტი 11 მარტს წლისთავზე იმყოფებოდა. 18 მარტს მან კლინიკას მიმართა, 22 მარტს კი პაციენტი თბილისში კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს. ამ დროისთვის საკარანტინო რეჯიმშია პაციენტის მიმღები კლინიკა, ხოლო მისი ოჯახის ოთხს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება კონტაქტებს, ოფიციალური მონაცემებით, მიკვლეულია 100, მათგან საეჭვო 50–მდე კონტაქტი ამ კუთხით ჯანმრთელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები