
გერმანია ეკონომიკური სტაბილურობის 600 მილიარდ ევროს გამოყოფს
25/03/2020 22:49:44 მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა კორონავირუსის გამო უპრეცედენტო ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა. ბუნდესტაგის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა, პანდემიასთან ბრძოლისთვის 156 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის აღებას ითვალისწინებს.
ამას გარდა, ეკონომიკური სტაბილურობის ფონდიდან გამოიყოფა 600 მილიარდი ევრო, რაც კომპანიებისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერას უზრუნველყოფს და სახელმწიფო გარანტიებს მისცემს კერძო ფირმებს.
ანტიკრიზისული გეგმის დამტკიცებამდე გერმანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. შავი ნულის წესის დროებით გაუქმებას, რომელიც გერმანიის სახელმწიფო ვალის ზრდას კრძალავს.