Accentnews.ge
როგორ სჯის ინდოეთში პოლიცია საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომების დამრღვევ მოქალაქეებს (ვიდეო)

როგორ სჯის ინდოეთში პოლიცია საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომების დამრღვევ მოქალაქეებს (ვიდეო)

26/03/2020 08:00:05 მსოფლიო

ინდოეთში პოლიცია საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომების დამრღვევ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 25 მარტს შემოიღო და 1,3 მილიარდი ადამიანი კარანტინში მოაქცია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა ეკრძალებათ.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსმა 10 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 519.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S