
მედია – თურქეთმა შესაძლოა, 100 000 პატიმარი ვადაზე ადრე გაათავისუფლოს
26/03/2020 09:09:54 მსოფლიო
თურქეთმა შესაძლოა, 100 000 პატიმარი ვადაზე ადრე გაათავისუფლოს, – იუწყება ადგილობრივი მედია.
მისივე ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტს მომავალ კვირას გადაეგზავნება.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალმა კორონავირუსმა 59 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 2 433.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.