Accentnews.ge
მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს

მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს

26/03/2020 09:49:55 მსოფლიო

მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს. ქვეყანაში აღნიშნულ ზომებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასახლის შვიდ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეფესა და დედოფალს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ის ამ ეტაპზე ნეგატიურია. მიუხედავად ამისა, ისინი კარანტინში რჩებიან, სასახლეს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

ბოლო მონაცემებით, მალაიზიაში კორონავირუსმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 1796, გამოჯანმრთელბულია 199.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S