Accentnews.ge
სექსუალური შევიწროების ფაქტი გამოვლინდა

სექსუალური შევიწროების ფაქტი გამოვლინდა

05/06/2019 15:25:53 სხვა, სამართალი

შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შექსუალური შევიწროების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შედეგად აღნიშნული მიმართულებით სამართალდამრღვევი გამოავლინა. კერძოდ, როგორც ძალოვანი უწყება იუწყება,  3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მას უცნობი მამაკაცი სექსუალურად ავიწროებდა. 

"შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ.ს.-ს მიმართ.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ.მ. ცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

„აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას",– აცხადებენ შსს–ში.

2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.

რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება 

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

"თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S