
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა
26/03/2020 12:22:33 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი. 79 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულებიდან ერთ–ერთი ორსული ქალია, რომელიც მარნეულელი პაციენტის ნათესავია.
"ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი", – განაცხადა მინიტრმა.