Accentnews.ge
"კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია"

"კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია"

26/03/2020 12:28:08 საშინაო პოლიტიკა

„კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აქციის შემთხვევაში დარღვეული იყო", – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, რომლის დროსაც პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობას პირბადეებს ურიგებდნენ.

"კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც აქციის შემთხვევაში იყო დარღვეული და ეს არღვევს ადამიანებზე ზრუნვას, უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს. დავამშვიდებ ზუგდიდის მოსახლეობას, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რუხის საავდმყოფოს მობილიზაიცა მიმდინარეობს, რომელსაც მე თვითონ უახლოეს დღეებში ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება სარკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორ აფხაზეთი არის ის მხარე, რომელსაც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S