
იმნაძე - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პირბადეების დარიგებაზე: "ახლა ქულების დაწერის დრო არ არის. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!"
26/03/2020 12:39:53 საზოგადოება
"ხომ შეიძლებოდა, ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება?" - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირბადეების დარიგების ფაქტის კომეტირებისას განაცხადა.
“არ არის ახლა "პიარის" დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლებოდა, ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - განაცხადა იმნაძემ.