"მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს"

26-03-2020 17:00:46 საზოგადოება

"მარნეულის რაიონში ვირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

"შეგვიძლია, უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მანეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. ეხლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ, რომ დავადასტუროთ ზუსტად როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ. მარნეულის რაიონში ჯერ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ვინც არის დადებითი ყველა უკავშირდება მარნეულელი ქალბატონის ახლო კონტაქტებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები