Accentnews.ge
ზელენსკის სპეცწარმომადგენელი საქართველოშია

ზელენსკის სპეცწარმომადგენელი საქართველოშია

05/06/2019 16:01:44 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

უკრაინის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. საქმე სუსლიაკების ოჯახსა და 10 ბავშვის უკრაინაში დაბრუნებას ეხება. 

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამჟამად ბავშვები საქართველოს სოციალურ დაწესებულებებსა და მიმღებ ოჯახებში იმყოფებიან, მათი დედა კი – იულია სუსლიაკი დაკავებულია იულია და მისი მეუღლე იური ბავშვებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილები. ქალი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის 10 ბავშვთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. უკრაინული მედია ხაზგასმით აღნიშნავს, 10 ბავშვიდან 7 სუროგატი დედებისაა და ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.

როგორც შეხბედრაზე ნიკოლაი კულებამ განაცხადა, ამჟამად წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი, კერძოდ, მიმდინარეობს ყველა აუცილებელი დოკუმენტის სათანადოდ გაფორმების პროცესი, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება იმაზე, რომ ბავშვები სამშობლოში დაბრუნდნენ. 

საქართველოში ასევე იმყოფება უკრაინის ხმელნიცკის მხარის იარმოლინეცის სახელმწიფო რაიონული ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც უფლებამოსილია, ბავშვები უკრაინამდე მიაცილოს.

ნიკოლაი კულება ბავშვებს სავარაუდოდ დღეს საღამოს შეხვდება.  

საქართველოში იმყოფებიან ბავშვების ბებიებიც. მათ იმედი აქვთ, რომ მოზარდების წაყვანის უფლებას მისცემენ.   

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

დაცვის მხარის თქმით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უკვე ბიოლოგიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკი უდანაშაულოა: ის 10-დან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. 10-დან 6 ბავშვი სუროგაციის მეთოდით არის დაბადებული. ზურაბ თოდუა იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე შეწყდება, რადგან მტკიცებულებები სწორედ ასეთ საფუძველს ქმნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S