„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

26-03-2020 17:56:51 ეკონომიკა ,რეკლამა

„ვისოლ ჯგუფი“ უერთდება ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“, ასევე, მოუწოდებს სხვა ბიზნესკომპანიებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა. #ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს კერძო სექტორს, მერიასთან ერთად, საერთო სოციალური პასუხისმგებლობის მიზნის გარშემო გააერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედიაგვერდებზე გაზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს, ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი ხანდაზმული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას, რომელმაც საშუალება მოგვცა, პირველადი მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები თბილისის მასშტაბით. ასე შევეცდებით, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა. იმედს ვიტოვებთ ჩვენს ინიციატივას სხვა ბიზნესკომპანიებიც შემოუერთდებიან“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები