ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ახალი პაციენტი 2 წლისაა

26-03-2020 18:10:11 საზოგადოება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ახალი პაციენტი 2 წლისაა, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა.

„ბავშვის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა. ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“, - აღნიშნა იშხნელმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. 79 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები