
ინფექციონისტი: „ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ბავშვების გამოჯანმრთელებას მალე უნდა ველოდოთ“
26/03/2020 14:38:01 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გამოჯანმრთელებას მალე უნდა ველოდოთ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ბავშვებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადების დასაწყისში ჰქონდათ ტემპერატურა, ხველა, თუმცა ახლა უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდიან და სიმოტომებმა უკუგანვითარება განიცადეს. შესაბამისად, მათ გამოჯანმრთელებას მალე უნდა ველოდოთ“,– განაცხადა ინფექციონისტმა.
ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 79 შემხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა შორის 5 ბაბშვია. მინიმალური ასაკი ორი წელია.