Accentnews.ge
ინფექციონისტი: „პერსონალი ჯერ–ჯერობით ნაკადს ჰყოფნის“

ინფექციონისტი: „პერსონალი ჯერ–ჯერობით ნაკადს ჰყოფნის“

26/03/2020 14:50:14 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადს მედპერსონალი ამ ეტაპზე ჰყოფნის, თუმცა მათ რთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

„დასვენება გვიჭირს, რადგან ყოველდღიურად ძალიან გვიან ვრჩებით მუშაობას – ღამის 01:–02 საათზე. შემდეგ ის პერსონალი, ვინც მორიგე არ არის, სახლში მიდის, ისვენებს და დილით უკან ბრუნდება. შესაბამისად, რთული რეჟიმია.

ჯერ–ჯერობით პერსონალი ნაკადს ჰყოფნის, თუ ყოველდღიურად არ გაიზარდა [შემთხვევათა რაოდენობა] და ასეც უნდა გაგრძელდეს. ამისთვის კი საჭიროა, ხალხმა რეკომენდაციები, თვითიზოლაციის და კარანტინის წესები დაიცვას და შეწყდეს ამ დაავადების გადამდებლობა“,– განაცხადა“ტვ პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა დასტურდება, მათგან ქპ პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S