რუსულ ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

26-03-2020 20:04:37 მსოფლიო

რუსულ ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

მედიასა და სოცქსელებში მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები გვრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ხანძარს კორპუსის მთელი სადარბაზო აქვს მოცული.

გამოცემა «Baza:-სა და «Интерфакс»-ის ცნობით, დაღუპულია ორი მოქალაქე, დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება.

ოფიციალური ინფორმაცია აფეთქების მიზეზების თაობაზე ამ დრომდე არ გავრცელებულა. «Baza»-ს წყაროები კი ირწმუნებიან, რომ ძირითადი ვერსია ამ ეტაპისთვის 5-სართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქებაში მდგომარეობს. გაზის აფეთქების შესახებ წერს სააგენტო «Интерфакс»-იც თავის «საინფორმაციო წყაროზე» დაყრდნობით.

მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ ხანძარმა 4 ბინა მოიცვა.

2018 წლის 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ აფეთქდა საყოფაცხოვრებო გაზი. თუმცა რიგი მედიასაშუალებები, მათ შორის «Baza» ირწმუნებოდნენ, რომ აფეთქება ტერაქტის შედეგი იყო. გამოძიება იმ საქმეზე ამ დრომდე გრძელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები